ახალი ამბები

პენსი: ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრებას

1 აგვისტო, 2017 • 1697
პენსი: ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრებას

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ამბობს, რომ ის და დონალდ ტრამპი საქართველოს ნატოში გაწევრების გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ. ამის შესახებ პენსმა გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების ნატოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობას და თქვა, რომ ავღანეთში დაღუპული 31 ქართველის ხსოვნა ამერიკელების გულში მუდმივად დარჩება.

“დღეს საქართველოში მიმდინარეობს წვრთნა ღირსეული პარტნიორი, სადაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. [ეს წვრთნა] საქართველოს საშუალებას აძლევს, თავისი თავდაცვისუნარიანობა გაამყაროს. ეს ამერიკის ერთ-ერთი დახმარებაა საქართველოს თავდაცვისუანრიანობის გამყარებაში. პრეზიდენტი ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ძალიან შთამბეჭდავია ის, რომ საქართველო თავდაცვის სფეროზე მშპ-ის 2%-ს ხარჯავს და ამით ნატოს ზოგიერთ წევრს ასწრებს, თუმცა ეს მძიმე რეალობით არის გამოწვეული. 40 კილომეტრის მოშორებით რუსული ტანკებია განლაგებული”, – განაცხადა პენსმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი