ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობა 19 აპრილის აქციას აფასებს

19 აპრილი, 2013 • • 981
საპარლამენტო უმრავლესობა 19 აპრილის აქციას აფასებს
ზვიად ძიძიგური
ზვიად ძიძიგური

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას არაადეკვატური ამბიცია აქვს:

 
 
“ნაციონალური მოძრაობა არ დაწყებულა 80-იან წლების მეორე ნახევარში, როდესაც აღორძინდა უბრალოდ და მათ სათავეში ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, სხვა ლიდერები ედგნენ, რომლებიც საქართველოს, ფაქტიურად, თავიანთი სიცოცხლით გადაეფარნენ. ახალი ეროვნული მოძრაობა, რომელსაც მერაბიშვილი-ბოკერია დაიწყებენ, არაადეკვატური ამბიციაა. ამბიცია დიდია, მაგრამ ლიდერები, ვინც აცხადებენ ეროვნულ მოძრაობას, მთლად საინტერესო არ არის.  რაც შეეხება იმას, რომ ოთხი წელი ვერ აცლიან ხელისუფლებას, ძალიან საინტერესოა, რა გეგმები აქვთ და როგორ არ უნდა აცადონ ხელისუფლებას. რამე გადატრიალების გეგმა აქვთ ხელისუფლების, ძალადობით შეცვლის გეგმა აქვთ, თუ რა? ეს გამოჩნდება მომავალში, როცა ახსნიან, თუ რას გულისხმობენ ამაში. 4 წელიც აცლიან ხელისფელაბს და საქართველოს კონსტიტუციაშიც როგორც წერია, ისე განვიტარდება მომავალში მოვლენები.”
 
 
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის  ეკა ბესელიას თქმით, ნაკლებად საინტერესოა, დაიცდის თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” მომავალ არჩევნებამდე:
 
“ნაციონალური მოძრაობა დაგველოდება თუ არა ჩვენ, ეს ნაკლებად საინტერესო არის. მნიშნელოვანი და განმსაზღვრელი არის ხალხის განწყობა და ხალხის მოლოდინი. ვიცი, მათ ძალიან ეჩქარებათ სახელისუფლებო ბერკეტების ხელში ჩაგდება, მაგრამ ეს არის დამოკიდებული უკვე მათ სურვილზე. მათ ჰქონდათ შანსი, 9 წლის განმავლობაში ქვეყანა დაეყენებინათ მართლა უკეთესი პერსპექტივების გზებზე და ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა, ეკეთებინათ მართლა კარგი საქმე, 9 წელი იყო დამანგრეველი წლები საქართველოსთვის და დღეს ძალიან ხშირად ისმოდა მათ აქციაზე სიტყვა „ნგრევა“ . სრული აცდენილი არაადეკვატური რამ, რაც მოვისმინე, ეს იყო ის, რომ მათ თავიანთ თავს ეროვნული მოძრაობის ლიდერებად მოიაზრებენ.
 
ეკა ბესელია
ეკა ბესელია

მისივე თქმით, დარჩა განცდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” წარსულში დარჩა:

 
“დამრჩა განცდა, რომ ეს ადამიანები დარჩნენ ისევ წარსულში, რომლიდანაც აწმყოსა და მომავალს ვეღარ ხედავენ. რა ეროვნულ მოძრაობაზეა საუბარი, გაიხსენონ კარგად, სად დგანან დღეს, იმიტომ, რომ იმ ადგილას, სადაც ისინი ახლა ლაპარაკობენ ეროვნულ მოძრაობაზე, იდეებზე, ევროპულ ფასეულობებზე,  იმ ადგილზე არბევდნენ სწორად მშვიდობიან მომიტინგეებს და სისხლში ახშობდნენ იმ ადამიანების გამოსვლებს, რომლებიც სამართლიანობსთვისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.  ეს ხომ პარტიული თავყრილობაა და სააკაშვილი დარჩა ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ლიდერად, იგი ასეთი იყო, მან ვერასოდეს ვერ შეძლო ამ 9 წლის განმავლობაში გამხდარიყო მთელი ქვეყნის პრეზიდენტი, ის დარჩა ერთი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, ასეთი იყო ის მთელი 9 წლის განმავლობაში და დარჩა ასეთად. ამიტომ ის წარსული ძალაა, წარსული პოლიტიკოსია და ეს ხალხი საერთოდ წარსულია. “

მასალების გადაბეჭდვის წესი