ახალი ამბები

პარლამენტმა “შრომის კოდექსში” შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა

19 აპრილი, 2013 • • 1002
პარლამენტმა “შრომის კოდექსში” შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა

პროფკავშირების წარმომადგენლები შრომის კოდექსს წვავენ/ფოტო: PalitraTV
პროფკავშირების წარმომადგენლები შრომის კოდექსს წვავენ/ფოტო: PalitraTV

პარლამენტმა “შრომის კოდექსში” შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით 75 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. 
პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცება ძალიან მნიშვნელოვანია:

 

“ძალიან მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის მიღება. ბევრი რამ იცვლება. დამსაქმებლებს მოუწევთ, დასაქმებულებს ბევრად უფრო ღირსეული პირობები შესთავაზონ და დამქირავებლები უფრო გაუწევენ დაქირავებულების შრომას ანგარიშს.”

 

კანონპროექტის განხილვას და კენჭისყრას არ ესწრებოდნენ უმცირესობის წარმომადგენლები. ისინი თბილისში, “ნაციონალური მოძრაობის” აქციაში იღებენ მონაწილეობას.

 

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე კკანონპროექტის განხილვას ორმოცამდე დეპუტატი ესწრებოდა. მოგვიანებით გამოცხადდა შესვენება, რათა დეპუტატების მობილიზება მომხდარიყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი