საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ამის მიზეზი კანონპროექტის ავტორის მივლინებაში ყოფნაა:
„ეს პროექტი გადაიდო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კანონპროექტის ავტორი და წარმომადგენელი ვერ ახერხებდა ჩამოსვლას მივლინებიდან გამომდინარე, ამიტომ ამ მიმართულებით რაიმე სისწრაფე არ გვქონდა ჩვენ გათვალისწინებული და მივიღებთ მაშინ, როდესაც უკვე თვითონ კანონპროექტის ავტორები იქნებიან პარლამენტში, ეს იქნება ალბათ ერთ კვირაში, შემდეგი სასესიო კვირაა.”
მისივე განმარტებით, კანონპროქტის შინაარსში ცვლილებები არ არის:
“შინაასობრივად არაფერიც არ შეცვლილა, პირიქით, თავიდანვე გვქონდა ჩვენ ძალიან მკაფიო პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომ მეტი ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს. მთავარი მიზანი არის ჩვენი რეინტეგრაციის პროცესი და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან მეტი ურთიერთობა. ეს არის მთავარი მიზანი, რომელიც ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენი პოზიცია ეს არის.”
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, თუ პირი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს გვერდის ავლით შევა, პირველ ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულის ნაცვლად ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იქნება.
