როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე აცხადებს, ვ. ლ. ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის სოფელ ახალშენში ყოფილი კლუბის შენობაში ოჯახთან და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს.
მინისტრი ამბობს, რომ ვ. ლ.-ს ოჯახის გამოსახლებაზე სხვადასხვა უწყებების შუამდგომლობა მიიღო, მათ შორის აჭარის უმაღლესი საბჭოს: „ოჯახის გამოსახლებას მოითხოვს ადგილობრივი მოსახლეობაც, რადგან იმ შენობაში ამბულატორიის გახსნა იგეგმება“.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ოჯახს წასასვლელი სხვაგან არსად აქვს: „მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა უკანონო შეჭრის დროს კანონი დავიცვათ, რადგან ქონების განმკარგველი არის სამინისტრო“.
დავით ბალაძის განცხადებით, ოჯახის მდგომარეობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა უნდა შეისწავლოს და დაადგინოს, თუ რომელი კატეგორიით არის სოციალურად დაუცველი. „აქედან გამომდინარე კი გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები“.