ახალი ამბები

გადაცემა “ნიჭიერი” ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გავა

30 ივლისი, 2017 • 6859
გადაცემა “ნიჭიერი” ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გავა

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საერთაშორისო პროექტი “ნიჭიერი” გავა. ტელეეთერში უკვე გადის “ნიჭიერის” პრომო ვიდეო. გადაცემის შესარჩევი ტურები კი აგვისტოში დაიწყება.

გადაცემა ამ დრომდე “რუსთავი 2”-ის ეთერში გადიოდა, მაგრამ ტელევიზია გადაცემის აღმასრულებელმა პროდიუსერებმა, გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ დატოვეს. სავარაუდოდ, “ნიჭიერის” წარმოების ლიცენზიას მათი კომპანია ფლობს და გადაცემაც “იმედზე” გადავიდა.

“ნეტგაზეთი” შეეცადა დამატებითი ინფორმაციის მიღებას, თუმცა ვერც ტელეკომპანია “იმედის” გენერალურმა დირექტორმა და ვერც პროდიუსერმა გიორგი ხაბურზანიამ ჩვენთან საუბარი ვერ შეძლეს. ისინი ამ დროისათვის ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი