“ეს იყო სექტა და ამათ აერთიანებდათ თავიანთი მაფიოზური საქმიანობა. ახლა ლაპარაკია რაზე, ესენი იტყვიან როგორ, არაფერი გაკეთებულაო? ასე იციან. ახლა შენ რომ დილიდან საღამომდე გაჭამო, გასვა, ყველაფერი ჩაგაცვა და საღამოს ხან ცოცხი გაგთხარო, ხან დუბინკა, ხან ყურები ჩამოგახიო, გაგტყეპო, შეურაცხყოფა მოგაყენო, გინდა ეგეთი გაკეთებული? მე არ მინდა. რამ მინდა შენი ოქრო-ვერცხლი თუ დილიდან საღამომდე დუბინკით მიხმარ და ცოცხით. ამიტომ, მე ეს ვიცოდი მაშინაც, რომ ეს ყველაფერი იყო მიშლილ-მოშლილი, ამათ ტვინები ყოველთვის მიბრეცილ-მობრეცილი ჰქონდათ.”

 

ჯაჭვლიანის თქმით, სამართლიანობის აღდგენას დრო ჭირდება:

 

“ხალხი იძახის, რომ სამართლიანობა ჩქარა უნდა აღდგეს და ჩქარა არ ხდება. ეს პროცესია რა და ეს პროცესი ნელნელა ვითარდება. იმათ არ უნდა დავემგვანოთ. იმათ რომ არ დავემგვანოთ, დროში გაიწელება ეს, თუ ეს პარტია ასაკრძალია, აიკრძალება როგორც სექტა და გასამართლდება როგორც სექტა და რეჟიმი, მაგრამ მოდი რა, გავაკეთოთ იცი, მე სოსო ჯაჭვლიანი მართალი რომ ვიყო, მოდი ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ, ყველაფერი გავიაზროთ და დავდოთ. სხვანაირად ხალხი არ დაგვიჯერებს. ვინმეს რომ ჩაეტარებინა დავუშვათ გამოკითხვა, ვთქვათ პირველ სესიაზე რა ვუყოთ “ნაციონალებს”, მთელი საქართველო გვეტყოდა ჩაქოლეთო. ჩაქოლვა ხომ არ შეიძლებოდა?!” 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *