“მოსახლეობის უმრავლესობა დღევანდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა და ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, რა არჩევანს გააკეთებს”, – ასე ეხმაურება თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ევროპული საქართველოდან NDI-ის კვლევის შედეგებს, რომლის პოლიტიკური ნაწილიც დღეს გახდა ცნობილი.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსების მთავარი ენერგია მიმართული იყოს უკმაყოიფლო მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის გზებსა და შეთავაზებებზე. არა რაღაცა უბრალო კეკლუცობაზე წინასააარჩევნო პერიოდში, არამედ კონკრეტული გამოსავლის შეთავაზებაზე. ნდობის მოპოვებას ის პოლიტიკოსი შეძლებს, ვინც საზოგადოებისათვის ამ პერსპექტივის ჩვენებას მოახერხებს”, – ამბობს ხოშტარია.
ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? – NDI-ის გამოკითხვის მიხედვით მთლიანი მოსახლეობიდან ხმების 30%-ს კახა კალაძე მიიღებდა, 19%-ს – ალეკო ელისაშვილი, 18%-ს ზაალ უდუმაშვილი, ხოლო ელენე ხოშტარია – 5%-ს.
რაც შეეხება ხმების პროცენტულ გადანაწილებას უშუალოდ იმ ადამიანებში, ვინც ამბობს, რომ არჩევნებში სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებს, შედეგი ასეთია.
კვლევის მიხედვით, თბილისში არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს, გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური გახდებოდა საჭირო. ოპოზიციის კანდიდატებს ერთად აღებულს მმართველის წარმომადგენელზე მეტი რეიტინგი აქვთ.
ცხრილში იასამნისფერად მონიშნულია მეორე არჩევანი. ანუ ადამიანებს, რომლებსაც ჰყავთ ფავორიტი, ჰკითხეს, რომ არა მათი კანდიდატი, მეორე არჩევანის სახით ვის დაუჭერდნენ მხარს.
კვლევა CRRC-იმ ჩაატარა NDI-ის დაკვეთით. მას ბრიტანეთის საელჩო აფინანსებს. CRRC კვლევის შესახებ ამ ინფორმაციას ავრცელებს.