ახალი ამბები

2040 წლიდან გაერთიანებულ სამეფოში საწვავზე მომუშავე მანქანები აიკრძალება

26 ივლისი, 2017 • 1904
2040 წლიდან გაერთიანებულ სამეფოში საწვავზე მომუშავე მანქანები აიკრძალება

BBC-ის ინფორმაციით,  2040 წლიდან  გაერთიანებულ სამეფოში აიკრძალება ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ავტომობილები. უკვე არსებულის გარდა, ახალ ასეთ მანქანას მოქალაქეები ვეღარ შეიძენენ. გადაწყვეტილება დაბინძურების დონის შემცირებას ისახავს მიზნად.

ჰაერის ხარიხის გასაუმჯობესებლად სახელმწიფო 3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს. აქედან დიზელზე მომუშავე მანქანებისაგან გამოყოფილი ემისიის შესამცირებლად ფონდი 225 მილიონს დახარჯავს.

BBC-ის ინფორმაციით, მთვარობა მოგვიანებით წარმოადგენს ჰაერის სისუფთავის დაცვის სტრატეგიას, პრიორიტეტს მიანიჭებს ელექტრომობილებს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელწმიფომ დადგენილ ვადებში უნდა წარმოადგინოს ახალი გეგმა.

მსგავსი გადაწყვეტილება ივლისის დასაწყისში მიიღეს საფრანგეთში. ქვეყანა გეგმავს, რომ 2050 წლისათვის ატმოსფეროში სითბური გაზების გამოყოფა მინიმუმამდე შეამციროს და ნახშირბადისაგან ნეიტრალური გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი