ახალი ამბები

მერაბიშვილი: ბევრმა ჩემმა მეგობარმა ვერ გაუძლო ზეწოლას

17 აპრილი, 2013 • 1282
მერაბიშვილი: ბევრმა ჩემმა მეგობარმა ვერ გაუძლო ზეწოლას

“მე თვლი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის მტკიცე, ისინი ჩვენი გუნდის უმრავლესობას ვერ შეაშინებენ, ვერ დათრგუნავენ, პირადად მე ბევრის სწავლა მომიწია, მე ვაპირებ ვისწავლო ჩემს შეცდომებზე,” – განაცხადა მერაბიშვილმა.

 

მერაბიშვილის თქმით, ხელისუფლება ასეთი მეთოდებით ცდილობს 19 აპრილის აქციის ჩაშლას.

 

“დღეს ჩვენს ხელისუფლებას ძალიან ეშინია 19 აპრილის, იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 19 აპრილს არ მოხდეს თბილისში მასობრივი შეკრება, რადგან დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან ეშინია ხალხის. ხელისუფლებას ტყუილად ჰგონია, რომ ვერ შევძლებთ მიტინგის ჩატარებას, ეს მიტინგი ჩატარდება. 19 აპრილს არ მთავრდება ყველაფერი, 19 აპრილს იწყება ყველაფერი და ხელისუფლება ამ მეთოდით ვერ გადაფარავს ამას”, – აცხადებს მერაბიშვილი.

 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ დაიწყო აგერსიული ზეწოლა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებზე:

 

“დაბლოკილია ყველა რეგიონიდან ყველა ავტოუსი და სამარშრუტო ტაქსი. ხდება ჩვენს აქტივისტებზე ზეწოლა”.

 

მერაბიშვილი გამოეხმაურა მარიკა ვერულაშვილისა და დათა ახალაიას განცხადებებს, სადაც ისინი ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებენ წინა ხელისუფლების მარცხში:

 

“პირადად მე ბევრის სწავლა მომიწია, მე ვაპირებ ვისწავლო ჩემს შეცდომებზე. მე შეიძლება მძიმედ, მაგრამ გადავიტან ამას და ვაპირებ დავრჩე ამ ქვეყანაში. შეიძლება, ხვალაც, ზეგაც ვერ გაუძლოს სხვადასხვა ცდუნებას ზოგიერთმა ჩვენმა, ჩემმა მეგობარმა, მაგრამ ძირითადი ბირთვი “ნაციონალურ მოძრაობაში” ვიქნებით ერთად, წინააღმდეგობა გვაძლიერებს ჩვენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი