ახალი ამბები

გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თვლის, რომ მის ქალაქში/სოფელში მდგომარეობა გაუმჯობესდა – NDI

26 ივლისი, 2017 • 1785
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თვლის, რომ მის ქალაქში/სოფელში მდგომარეობა გაუმჯობესდა – NDI

NDI-ის კვლევის მიხედვით, 2015 წელთან შედარებით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თვლის, რომ მის ქალაქსა თუ სოფელში საცხოვრებელი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

კითხვა ასეა ფორმულირებული: 2014 წლის ივნისიდან მოყოლებული ყველაფრის გათვალისწინებით საცხოვრებელი მდგომაროება თქვენს ქალაქსა/სოფელში.

2017 წლის ივნის/ივლისში 21% ამბობს, რომ  მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაშინ, როდესაც 2015 წლის აგვისტოში ეს რიცხვი 9 პროცენტი იყო.

NDI-ს კვლევით, 49 პროცენტი აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა იგივეა, 28 პროცენტის თქმით, მდგომარეობა გაუარესებულია, 2015 წლის აგვისტოში ეს რიცხვი 43% იყო.

კვლევა Crrc-იმ ჩაატარა მიმდინარე წლის 18 ივნისიდან 19 ივლისის დროის პერიოდში. შედგა 2261 დასრულებული ინტერვიუ. ცდომილების ზღვარი +/- 2.2%-ია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი