ახალი ამბები

ინსპექტორების პირველადი ცნობით, დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა

25 ივლისი, 2017 • 2114
ინსპექტორების პირველადი ცნობით, დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა

“პირველადი დათვალიერებით დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები, არ იყო გათვალისწინებული და დაცული კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. დანარჩენი, რაც შეეხება საბოლოო მოკვლევას, დასკვნას შევადგენთ და ეს იქნება გადაცემული”, – ეს განცხადება ირაკლი იობიძემ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტორმა, ჟურნალისტებთან საუბარში მას შემდეგ გააკეთა, რაც დაათვალიერა გლდანში შემთხვევის ადგილი, სადაც დღეს დილით მუშა დაიღუპა.

მისივე თქმით, სამშენებლო კომპანიამ უნდა დაიცვას უსაფრთხოების პირობები, ვინაიდან არსებობს სამშენებელო უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამაინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი