ახალი ამბები

რამიშვილი: “ციანიდის საქმეზე” სოსო ოხანაშვილი დაიკითხება

24 ივლისი, 2017 • 2567
რამიშვილი: “ციანიდის საქმეზე” სოსო ოხანაშვილი დაიკითხება

25 ივლისს, “ციანიდის საქმეზე” სასამართლო პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს, სოსო ოხანაშვილს დაკითხავს – ამის შესახებ ნეტგაზეთთან საუბრისას დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

რამიშვილის თქმითვე, ოხანაშვილს დაცვის მხარე დაუკავშირდა და იგი მზად არის, რომ სასამართლოს ჩვენება მისცეს. მიხეილ რამიშვილის განცხადებითვე, ოხანაშვილი სასამართლო სხდომაზე სკაიპით ჩაერთვება, თუმცა არ იცის, თუ რომელი ქვეყნიდან.

2017 წლის მაისში სოსო ოხანაშვილის ოჯახმა განაცხადა, რომ იგი დიდი ხნით წავიდა გერმანიაში სამუშაოდ.

სოსო ოხანაშვილი, რომელიც პატრიარქის დაცვას ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან ილია მეორის გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ მალევე გადადგა. მისი თქმით, “უსამართლობას, სიმართლისთვის ბრძოლას”  შეეწირა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები),  სოსო ოხანაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიებამ 11 თებერვალს დაკითხა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი