ახალი ამბები

უჩა ნანუაშვილი დათა ახალაიას განცხადებას ეხმაურება

16 აპრილი, 2013 • • 1005
უჩა ნანუაშვილი დათა ახალაიას განცხადებას ეხმაურება

უჩა ნანუაშვილის თქმით, მას უჭირს განცხადების დეტალებზე საუბარი:

 

“მე გამიჭირდება, რა თქმა უნდა, ამ დეტალებზე საუბარი, მაგრამ ფაქტია ის, რა რეკომენდაციაც მივეცით პარლამენტს, რომ მოხდეს ამ საქმის გამოძიება, შეიქმნას კომისია, ჩვენ კიდევ უფრო მეტი არგუმენტები გვაქვს ამისთვის და ჩვენი კითხვები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას იძენს, რომ საჭიროა ამ გამოძიების ჩატარება.”

 

რაც შეეხება ლაფანყურის სპეცოპერაციაში ვანო მერაბიშვილის შესაძლო მონაწილეობას, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ამის შესახებ არ იცის:

 

“მე არ ვიცი, მე საუბარი მაქვს იმაზე, რომ არის სერიოზული კითხვის ნიშნები, არის დარღვევის ფაქტები. ადამიანები არიან გარდაცვლილი და ოჯახის წევრებს არ მიუღიათ არანაირი პასუხი მიზეზების შესახებ, თუ როგორ და რა გარემოებებში მოხდა ამ ადამიანების გარდაცვალება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩატარდეს გამოძიება და გამოძიებამ უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი.”

 

სახალხო დამცველი ასევე აცხადებს, რომ ვერაფერს იტყვის იალღუჯაზე  ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეში ვანო მერაბიშვილის მონაწილეობაზე.

 

შეგახსენებთ, რომ დათა ახალაია ციხის კადრების შექმნას, არჩევნებში დამარცხებასა და ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ლაფანყურის ოპერაციის დაგეგმვას ვანო მერაბიშვილს უკავშირებს.

 

სახალხო დამცველის 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშში უჩა ნანუაშვილი ცალკე თავს უთმობს ლაფანყურის სპეცოპერაციას და ამ ფაქტის გამოძიების რეკომედაციით მიმართავს ხელისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი