ახალი ამბები

“საქართველოში არავის ექნება ძალადობის უფლება” – განსხვავებული აქციები ერთ სივრცეში

24 ივლისი, 2017 •
“საქართველოში არავის ექნება ძალადობის უფლება” –  განსხვავებული აქციები ერთ სივრცეში

პარტია “ევროპული საქართველოს” მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში” საქართველოს ჰიმნის ფონზე დაიძრა 20:10 საათზე თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის მიმართულებით. გზად, რკინიგზელთა კულტურის სახლთან მათ ქსენოფობიური მოძრაობის “ქართული მარშის” წარმომადგენლები ელოდნენ. არაერთხელ შექმნილი დაძაბულობის მიუხედავად, დღე მშვიდობიანად დასრულდა.

მარჯანიშვილის გამზირზე პოლიცია მთელი დღის განმავლობაში მოძრაობდა. რკინიგზელთა სახლის წინ ბარიკადებით შემოსაზღვრეს ტერიტორია. ადგილზე მობილიზებუილი იყო როგორც საპატრულო მანქანები, ისე მინიბასები და ავტობუსიც კი. მარჯანიშვილის მოედანზე იდგა სახანძრო მანქანაც. 19:00 საათისთვის მარჯანიშვილის გამზირზე სამანქანო მოძრაობა შეწყდა.

თავდაპირველად აქცია აღმაშენებლის გამზირზე “ევროპულ საქართველოს” უფრო ადრე ჰქონდა დაანონსებული. აქციის მიზანი  თბილისში ჩატარებულ მსვლელობაზე ე.წ. ქართული მარშის წევრების მიერ გაკეთებული ქსენოფობიური და ფაშისტური განცხადებების დაგმობა იყო. ამის საპასუხოდ 20 ივლისს “ქართული მარშის” ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინიც გამართავენ იმავე ადგილზე კონტრაქციას.

აქციების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება და ორივე აქციის ორგანიზატორებს აქციის გამართვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. საპატრიარქოს მოწოდება “ქართული მარშის” ერთ-ერთი ორგანიზატორი სანდრო ბრეგაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ ის “ყოველთვის ემორჩილება პატრიარქს”.

მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება აქციაზე  “ქართული მარშის” მხრიდან უარის თქმას ნიშნავდა, აღმაშენებლის გამზირზე, 19:00 საათისთვის, ქსენოფობიური მოძრაობის ნაწილი მაინც შეიკრიბა. მათი თქმით, თუ პარტია “ევროპული საქართველო” გაითვალისწინებდა პატრიარქის თხოვნას და გამზირზე მსვლელობას არ მოაწყობდა, ისინი ამ შემთხვევაში აღარ გამართავდნენ აქციას.

აქციაზე სიტუცია მაშინ დაიძაბა, როდესაც “ევროპული საქართველოს” აქციის მონაწილეები იმ ტერიტორიას გაუსწორდნენ, სადაც ე.წ. ქართული მარშის წევრები იმყოფებოდნენ, აღმაშენებლისა და პასტერის ქუჩის კვეთაზე. ამ დროს გაიგონებდით შეურაცხმყოფელ შეძახილებს, რომელიც “ქართული მარშის” წევრებისგან ისმოდა. მიუხედავად იმისა, რომ შუაში პოლიცია იყო გამაგრებული და აქციის მონაწილეებს ერთმანეთთან მიახლოვების საშუალება არ ჰქოდათ, მსვლელობაზე ადამიანები მაინც დაზიანდნენ, მაგალითად, ფაშიზმის წინააღმდეგ გამართულ აქცია-მსვლელობის მონაწილე ქალს თავში ქვა მოარტყეს.  ჰაერში დაფრინავდა წყლის ბოთლები, საკვები და ცოცხები.

“ევროპული საქართველოს” მსვლელობა მარჯანიშვილის მოედანზე ფოერვერკით დასრულდა. აქციის მონაწილეები გზადაგზა აკეთბდნენ კომენტარებს.

” დღევანდელი გამოწვევა არ არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ პუტინის ფაშისტები. ასეთები არსებობენ დალაგებულ, კარგი პოლიტიკური სისტემის მქონე ქვეყნებშიც კი. ჩვენი გამოწვევაა ის, რომ ისინი არიან გათავხედებულები და მათ მფარველობს ივანიშვილის მთავრობა. ამ ბოლო დროს გაბედეს საჯაროდ 25 წლის გოგოს გაუპატიურების მუქარა და ამის შემდეგაც კიდევ არიან “გონორზე”. აუცილებელია, საზოგადოებამ აჩვენოს, რომ ჩვენ ბევრად მეტნი ვართ და არასდროს დავუშვებთ, რომ ამ ხალხმა მთავრობის დაკვეთით, ქვეყნის გარეთ ჩვენი მტრის დაკრულზე მიაღწიონ თავის მიზანს და ამ ქვეყნაში თავის თავზე აიღონ ინიციატივა. ეს არ მოხდება”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

“ეს აქცია არის ქართული საზოგადოების ძალიან მკაფიო განაცხადი, რომ საქართველოში რუსული ფაშიზმი ფეხს ვერ მოიკიდებს, რომ ეს მოძალადეები, რომელსაც კვებავს ხელისუფლება, ვერ ისაუბრებენ ჩვენი სახელით და რომ საქართველო თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული ქვეყანაა. არავითარი კონტრაქცია არ არსებობს. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, ამ ადამიანებს შეეძლოთ და ყოველთვის უნდა შეეძლოთ მარშის ჩატარება თუ იმის თქმა, რაც უნდათ, მაგრამ არავის საქართველოში არც დღეს და არც ხვალ არ ექნება ძალადობის უფლება”,-  განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კიდევ ერთხელ დაიძაბა სიტუაცია აქციის ბოლოს, როდესაც “ქართული მარშის” ცალკეულმა წევრებმა “ევროპული საქართველოსთვის” გამოყოფილ ტერიტორიაზე შესვლა შეძლეს, თუმცა პოლიციამ მათ მალევე დაატოვებინა ტერიტორია.

აქციას  “რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატებიც” შეუერთდნენ. რესპუბლიკური პარტიის წევრის, ხათუნა სამნიძის თქმით, ისინი აქციას უერთდებიან, რადგან ის ფაშიზმის წინააღმდეგაა მიმართული და “ზიზღით ეს ქვეყანა ვერ აშენდება”.

"ევროპული საქართველო" აქციაზე "არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

“ევროპული საქართველო” აქციაზე “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

"ქართული მარში" აქციაზე "არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

“ქართული მარში” აქციაზე “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

მობილიზებული პოლილცია აქციაზე "არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

მობილიზებული პოლილცია აქციაზე “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

მობილიზებული პოლილცია აქციაზე "არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

მობილიზებული პოლილცია აქციაზე “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

ახალგაზრდა ქალი ჰომოფობიური მაისურით ქუჩაზე მაშინ გადმოვიდა, როცა აქცია "არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში" უნდა დაწყებულიყო ფოტო:ნეტგაზეთი

ახალგაზრდა ქალი ჰომოფობიური მაისურით ქუჩაზე მაშინ გადმოვიდა, როცა აქცია “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში” უნდა დაწყებულიყო ფოტო:ნეტგაზეთი

ელენე ხოშტარია და გიგი უგულავა აქციაზე "არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

ელენე ხოშტარია და გიგი უგულავა აქციაზე “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

გიგა ბოკერია აქციაზე "არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

გიგა ბოკერია აქციაზე “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

ხათუნა სამნიძე აქციაზე "არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

ხათუნა სამნიძე აქციაზე “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

თამარ ჩერგოლეიშვილი აქციაზე "არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

თამარ ჩერგოლეიშვილი აქციაზე “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

თამარ ჩერგოლეიშვილი და დავით ბაქრაძე აქციაზე "არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

თამარ ჩერგოლეიშვილი და დავით ბაქრაძე აქციაზე “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

გიგი უგულავა აქციაზე "არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

გიგი უგულავა აქციაზე “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

ელენე ხოშტარია აქციაზე "არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

ელენე ხოშტარია აქციაზე “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

აქცია "არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

აქცია “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

აქცია "არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

აქცია “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

 აქცია "არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

აქცია “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

სერგო რატიანი აქციაზე "არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

სერგო რატიანი აქციაზე “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

აქცია "არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

აქცია “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში ფოტო:ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი