ახალი ამბები

ფაშიზმის წინააღმდეგ მსვლელობის წევრს თავში ქვა მოარტყეს

23 ივლისი, 2017 • 3429
ფაშიზმის წინააღმდეგ მსვლელობის წევრს თავში ქვა მოარტყეს

დღეს, 23 ივლისს, ფაშიზმის წინააღმდეგ გამართულ აქცია-მსვლელობის მონაწილე ქალს თავში ქვა მოარტყეს.

როდესაც აქცია-მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე პასტერის ქუჩას გაუსწორდა, იქ მათ დახვდნენ კონტრაქციის, ე.წ. ქართული მარშის წევრები, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ აქცია-მსვლელობის მონაწილეებს, ასევე ესროდნენ ბოთლებსა და ცოცხებს.

ამ პროცესში დაშავდა ქალი, რომლის თანმხლები პირების განცხადებითაც, მას თავში ქვა მოხვდა. ქალს ამ დარტყმის შედეგად სისხლი მოსდიოდა.

received_10211856887329528

received_10211856887529533

დღეს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე პარტია “ევროპულ საქართველო” აქცია-მსვლელობას, სახელწოდებით “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში” მართავს. პარტიაში აცხადებენ, რომ აქციის მიზანი რამდენიმე დღის წინ თბილისში ე.წ. ქართული მარშის წევრების მიერ გაკეთებული ქსენოფობიური და ფაშისტური განცხადებების დაგმობაა. აქციას “რესპუბლიკური პარტია” შეუერთდა.

რესპუბლიკური პარტიის წევრის, ხათუნა სამნიძის თქმით, ისინი აქციას უერთდებიან, რადგან ის ფაშიზმის წინააღმდეგაა მიმართული და ამბობს, რომ “ზიზღით ეს ქვეყანა ვერ აშენდება”.

ამ აქცია-მსვლელობის საპასუხოდ, 20 ივლისს, ე.წ. ქართული მარშის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინიც გამართავენ იმავე ადგილზე კონტრაქციას

საქართველოს მართლამიდებლური ეკლესიის საპატრიარქომ დღეს ორივე მხარეს აქციების გაუქმებისაკენ მოუწოდა, თუმცა ეს მოწოდება ე.წ. ქართული მარშის წევრთა ერთმა ნაწილმა გაითვალისწინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი