ახალი ამბები

ბურჯანაძე: მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან აგვისტოს ომთან დაკავშირებით

15 აპრილი, 2013 • • 925
ბურჯანაძე: მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან აგვისტოს ომთან დაკავშირებით

“მე ყოველთვის მომხრე ვარ, საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. სიმართლემ არ შეიძლება დააზარალოს ქვეყანა. სიმართლე დააზარალებს სააკაშვილის გუნდს,” – ამბობს ნინო ბურჯანაძე. “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის თქმით, ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, მათ მიაჩნიათ, რომ გამოძიებასთან ყველამ უნდა ითანამშრომლოს, – “თუ არაფერი გაქვს დასამალი, არაფრის გეშინია.”

 

ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ ბრიტანეთის საელჩოში მისვლისას გააკეთა, სადაც “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა მარგარეტ ტეტჩერის ხსოვნას მიაგო პატივი.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი