ახალი ამბებიხელოვნება

“ლინკინ პარკის” ვოკალისტი ჩესტერ ბენინგტონი გარდაიცვალა

20 ივლისი, 2017 • 6892
“ლინკინ პარკის” ვოკალისტი ჩესტერ ბენინგტონი გარდაიცვალა

ამერიკული როკ ჯგუფის, “ლინკინ პარკის” (Linkin Park) ვოკალისტი ჩესტერ ბენინგტონი გარდაიცვალა. პოლიციის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი სუიციდია.

ბენინგტონი 41 წლის იყო. ის ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა. ბენინგტონი ამერიკელი მომღერლის, კრის კორნელის ახლო მეგობარი იყო, რომელმაც სიცოცხლე ასევე თვითმკვლელობით დაასრულა მაისში.

ჯგუფ ლინკინ პარკის ალბომი “Meteroa” მუსიკის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე დიდი ალტერნატიული ალბომი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი