ახალი ამბები

პეკინი ფრინველის ვირუსის პირველ შემთხვევას ადასტურებს

14 აპრილი, 2013 • • 1384
პეკინი ფრინველის ვირუსის პირველ შემთხვევას ადასტურებს

პაციენტი 7 წლის გოგონაა, რომელიც პეკინის საავადმყოფოში მკურნალობს “ფრინვლის გრიპის” სახელით ცნობილ ვირუსს და მისი  მდგომარეობა სტაბილურია. ვირუსმა  გამოვლენა ხუთშაბათს დაიწყო, გოგონას  სიცხემ აუწია, ყელი და თავი ასტკივდა. მისი მშობლები ფრინველით ვაჭრობით არიან დაკავებული. 

 

გაეროს ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში სულ ვირუსის 28 შემთხვევა და ვირუსით გარდაცვალების 9 ფაქტი დათვალეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხდებით კი, ქვეყნის გარეთ ვირუსის შემთხვევები არ არსებობს. 

 

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გუშინ დაადასტურა, რომ გოგონას, რომელიც პეკინში მკურნალობს, H7N9 ვირუსი აქვს.  ვირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში აღმოსავლეთ ჩინეთში დაფიქსირდა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ H7N9 ვირუსი ადამიანებით გადაეცემა ერთმანთს, უმეტეს შემთხვევებში ვირუსი ფრინველისგან მოდის. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი