ახალი ამბები

პაპი ფრანცისკე ვატიკანის რეფორმას იწყებს

13 აპრილი, 2013 • • 1049
პაპი ფრანცისკე ვატიკანის რეფორმას იწყებს

პაპმა ფრანცისკემ აირჩია 8 კარდინალი და ერთი ეპისკოპოსი. ჯგუფში შედიან ორი ევროპელი, ორი ლათინო–ამერიკელი, აზიელი, აფრიკელი, ავსტრალიელი  და ამერიკელი კარდინალები.  ხოლო იტალიელი ეპისკოპოსი იმოქმედებს, როგორც მდივანი.

 

ხშირად ბიუროკრატიის ან კურიის მისამართით ისმოდა ბრალდებები და სწორედ ეს ფაქტორები სახელდებოდა  ეკლესიის მხრიდან   მერყევი  პასუხების მიზეზად  სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ და სხვა  კრიზისებთან მიმართებაში. 

 

თითქმის 50 წელი გავიდა ვატიკანში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების შემდეგ.  პაპმა პავლე მეექვსემ დაიწყო ვატიკანის რეფორმირება 1967 წელს. ახალი ჯგუფის პირველი შეხვდრა კი 1–3 ოქტომბერს შედგება. 

 

ამ კვირაში კი პაპი ფრანცისკე პირადად შეხვდა ვატიკანის სახელმწიფო ორგანოს სამდივნოს 300 თანამშრომელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ეკლესიის პოლიტიკაზე. 

 

ყველაზე ხმაურიანი სკანდალი, რომელშიც ბოლო პერიოდში ვატიკანი გაეხვა, სექსუალურ ძალადობას უკავშირდება, თუმცა სკანდალები არსებობს  ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებითაც ვატიკანის ბანკში. ერთ–ერთი გახმაურებული შემთხვევაა დოკუმენტების მოპარვა  ბენედიქტ მეტექვსმეტის სამუშაო მაგიდიდან. 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი