ახალი ამბები

პრემიერი თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების გამკაცრებაზე საუბრობს

10 აპრილი, 2013 • 1161
პრემიერი თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების გამკაცრებაზე საუბრობს

ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაპყროს სოგარეტის გამოყენების კონტროლს, ასევე იმ ფაქტს, რომ კაფეებსა და ბარებში მოზარდების მიერ ალკოჰოლის გამოყენების ფაქტები გახშირდა:


“ჩვენ პირველ ეტაპზე დავეხმარებით მწეველებს, რომ უარი თქვან და ასევე გაიზრდება ალბათ კონტროლიც. კონკრეტულად არ ვისაუბრებ, როგორია პროგრამა, ამას ალბათ ჯანადცვის მინისტრი სერგეენკო უფრო დაწვრილებით გაგაცნობთ. მე ორ მაგალითს დავასახელებ, ყოველ 6 წამში იღუპება ადამიანი სიგარეტის გამოყენების გამო. სიკვდილის გამომწვევი მიზეზებიდან 10–დან 7–ში მონაწილეობს სიგარეტი.13–14 წლის მოზარდები ძალიან ხშირად ალკოჰოლური სასმელებით მთვრალებიც გინახავთ ბარებსა და რესტორნმებში, ამაზე გვინდა გავამკაცროთ კონტროლი და საზოგადოებას ვთხოვ გაგებით მოეკიდონ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობაა და კრიზისის საშიშროება აღარ არსებობს, საჭიროა ფიქრი უფრო შორეულ გეგმებზე, ჯანმრთელობაზე და განათლებაზე:

“ბოლო წლებში მოსახლეობა რამდენიმე მიზეზით კლებულობს, ერთ–ერთი მიზეზია მიგრაცია, ასევე, შობადობის შემცირება, სიკვდილიანობის გაზრდა და ა.შ. საშუალება გვაქვს, რომ ჩვენ უნდა მივაპყროთ ყურადღება ამას და ჯანმრთელი ერი შევინარჩუნოთ.  21–ე საუნუკეში ჯანმრთელი და განათლებული საზოგადოება უნდა დავუტოვოთ ჩვენს მომავალ თაობას”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი