ახალი ამბები

“ვიტყვი მხოლოდ სიმართლეს” – პატრიარქის ქორეპისკოპოსი სასამართლოში დაკითხვის წინ

14 ივლისი, 2017 • 2033
“ვიტყვი მხოლოდ სიმართლეს” – პატრიარქის ქორეპისკოპოსი სასამართლოში დაკითხვის წინ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც  ე.წ. ციანიდის საქმეზე დაიკითხება.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას ეტყვის გამოძიებას, განაცხადა, რომ “მხოლოდ სიმართლეს”.
მეუფე იაკობის დაკითხვამდე სასამართლოში იმყოფებოდა პატრიარქის მდივან-რეფერნეტი შორენა თეთრუაშვილი, რომლის მკვლელობის მომზადებას ედავება პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს.
გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ციანიდის შეძენა მას შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა, საბოლოოდ, არ შეუძენია.

მასალების გადაბეჭდვის წესი