14 წლის ტყუპებს პოლიცია ეძებს. ისინი სახლიდან (ავლაბარში) გუშინწინ გავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან.

“გუშინწინ 12:00 – 13:00 საათზე გავიდნენ სახლიდან სტადიონზე და იმის შემდეგ არ ჩანან. გუშინ დილას მეეზოვეს უთქვამს, რომ ალექსანდროვის ბაღში იჯდა ორი მსგავსი აღწერილობისა და ჩაცმულობის ბავშვი და შემდეგ არაფერი… პოლიცია ეძებს”, – უთხრა ნეტგაზეთს დაკარგულების ოჯახის წევრმა.

ბავშვებს ტელეფონები არ ჰქონდათ. “რამდენჯერმე უყიდეს კარგავდნენ და ბოლოს არ ჰქონდათ”.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები.

პოლიციის ტელეფონის ნომერი: 112

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *