ქობულეთში, სოფელ დაგვაში გაუჩინარებულ 18 წლის მეთორმეტეკლასელს ეძებენ, რომელიც 7 დეკემბრის მერე აღარ უნახავთ.
როგორც მისმა მშობელმა “ნეტგაზეთს” უთხრა, სკოლაში წასული ახალგაზრდა ბოლოს ქობულეთის ცენტრში ნახეს.
“7-ში [დეკემბერს] დილით რომ გავიდა, მას შემდეგ ვეძებთ. პოლიციაშიაც ვიყავით. განაცხადიც გავაკეთე ქობულეთის პოლიციაში. არაფერი არ ვიცი. დილით წავიდა სკოლაში. სკოლაში არმისული ჩასულა ქობულეთის ცენტრში და იქიდან სად წავიდა დილის 10 საათისთვის, ტელეფონი გამორთული აქვს. ვეძებთ და ვერ ვპოულობთ”, – გვითხრა მშობელმა.
მშობელი ამბობს, რომ 8 დეკემებრს, ღამის 1 საათზე მივიდა პოლციიაში და განაცხადი გააკეთა. მშობლის თქმით, პოლიციამ მას განუცხადა, რომ დაურეკაენ, როცა რაიმე ინფორმაცია ექნებათ.
“ნეტა იმედი მქონდეს და მკვდარი არ იყოს”, – გვითხრა გაუჩინარებული ახალგაზრდის მშობელმა.
შსს-დან “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მოსწავლის გაუჩინარების საკითხზე გუშინ, 8 დეკემბერს შევიდა შეტყობინება და მას შემდეგ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.