ახალი ამბები

აბორტის აკრძალვის მოთხოვნით აქციის საწინააღმდეგოდ, ფემინისტები აქციას გამართავენ

7 აპრილი, 2013 • • 1339
აბორტის აკრძალვის მოთხოვნით აქციის  საწინააღმდეგოდ, ფემინისტები აქციას გამართავენ

“ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი მართავს Sibrdzne.ge -ს და ეროვნული ფრონტის მიერ ორგანიზებული ანტი-აბორტების აქციის საწინააღმდეგო აქციას.ვინც თვლით, რომ აბორტი ქალის უფლებაა, მშიერი ბავშვების სიცოცხლეა დასაცავი და არა ემბრიონის, აბორტის აკრძალვა ზრდის სიკვდილიანობას, სოციალური პრობლემების მოგვარება ამცირებას აბორტების რაოდენობას და არა მისი კრიმინალიზება, აბორტის აკრძალვის ნაცვლად სექსუალურ განათლებაზე უნდა ვიზრუნოთ და ა.შ. შემოგვიერთდი 7 აპრილს, 2 საათზე კანცელარიასთან”– ნათქვამია “ფეისბუქით” გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენმე დღეა sibrdzne.ge-ს ადმინისტრაცია და ქართველ პატრიოტთა არასამთავრობო ორგანიზაცია “ეროვნული ფრონტი” ავრცელებს ინფორმაციას 7 აპრილს  სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან აქციის გამართვასთან დაკავშირებით.  

 

“სახელმწიფომ უნდა გადახედოს აბორტის შესახებ არსებულ კანონმდებლობას და შესაბამისობაში მოიყვანოს ის ეროვნულ და ქრისტიანულ პრინციპებთან. ჩვილის სიცოცხლის შეწყვეტა მუცელში ისეთივე მკვლელობაა, როგორიც ამქვეყნად მოვლენილი ჩვილის ან ზრდასრული ადამიანის სიცოცხლის და მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უნდა ითვალისწინებდეს. ყველამ უნდა გააცნოებიეროს, რომ აბორტი წარმოადგენს მკვლელობას და ის კანონმდებლობით უნდა ისჯებოდეს. ყველა მართლმადიდებელმა კარგად უწყის, რომ ჩვილთა მკვლელობის ცოდვა მთელ ერს უმძიმეს სასჯელად ექცევა”– ნათქვამია მათ მიერ გავრელებულ ინფორმაციაში. 

 

ორივე აქცია ერთმანეთის პარალელურად გაიმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი