“მე თავისუფლად შემიძლია დავიჩემო, რომ არც ერთი მაჟორიტარი იმდენს არ ხვდება ხალხს, რამდენსაც მე ვხვდები და ძალიან მარტივად შეიძლება დავაყენოთ საქმე, მაგალითად, პრესის წარმომადგენლებს ვთხოვ, რომ ხუთშაბათს, დილის 9 საათიდან ღამის პირველ საათამდე არ მომშორდნენ და იყვნენ მიღებაზე, რა. ძალიან მარტივია, ხომ?!”
სანიკიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება “ნაციონალური მოძრაობის” მიერაა ორგანიზებული:
“რა თქმა უნდა, “ნაცები” შვებიან, დაეშალათ მერია, დაეშალათ ყველაფერი აქ და ვიღაც გამოაძრეს ახლა არასამთავრობო… კაცი ითხოვს იმას, რომ გუბაზ სანიკიძე ხალხს არ ხვდებაო, ჩემი კარის აჭედვა გადაწყვიტა და არ იცის, ჩემი კარი რომელია. ერთხელ ხომ შეიძლებოდა მოსულიყო?”
ქუთაისის თვითმმართველობის შენობაში მაჟორიტარი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის კაბინეტის კარზე მოქალაქემ, შალვა კამლაძემ პროტესტის ნიშნად ე.წ. სკოჩი ააკრა.
როგორც კამლაძე ამბობს, გუბაზ სანიკიძე თავის მოვალეობას, კვირაში ერთხელ შეხვდეს მოსახლეობას და მათი პრობლემების შესახებ მოისმინოს, არ ასრულებს. მისი მტკიცებით, ქუთაისის მაჟორიტარი 3 კვირის მანძილზე მოქალაქეებს არ შეხვედრია. შესაბამისად, მისი ამგვარი ქმედება, როგორც ამბობს, სიმბოლურია.
“ხუთშაბათი ის დღეა, როდესაც ის ვალდებულია შეხვდეს მოქალაქეებს. პირადად მე 5 თვეა ვცდილობ მასთან შეხვედრას,”- ამბობს შალვა კამლაძე.
