როგორც მოქალაქე ამბობს, გუბაზ სანიკიძე თავის მოვალეობას, კვირაში ერთხელ შეხვდეს მოსახლეობას და მათი პრობლემების შესახებ მოისმინოს, არ ასრულებს. მისი მტკიცებით, ქუთაისის მაჟორიტარი 3 კვირის მანძილზე მოქალაქეებს არ შეხვედრია. შესაბამისად, მისი ამგვარი ქმედება, როგორც ამბობს, სიმბოლურია.
“ხუთშაბათი ის დღეა, როდესაც ის ვალდებულია შეხვდეს მოქალაქეებს. პირადად მე 5 თვეა ვცდილობ მასთან შეხვედრას,”- ამბობს შალვა კამლაძე.
კამლაძის ბრალდებას სიცრუეს და პროვოკაციას უწოდებს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გელა გაბადაძე და აცხადებს, რომ გუშინ, 4 აპრილს, ხუთშაბათს გუბაზ სანიკიძე პარლამენტში მიმდინარე სხდომის გამო ვერ შეხვდა მოქალაქეებს. დანარჩენ კვირებში კი ამის პრობლემა, მისი თქმით, არ ყოფილა.

