ახალი ამბები

ნაცვლიშვილი: კანონმდებლობით შესაძლებელია, კონსტიტუციის პროექტი მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს

10 ივლისი, 2017 • 1654
ნაცვლიშვილი: კანონმდებლობით შესაძლებელია, კონსტიტუციის პროექტი მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯოდმარე, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კანონმდებლობით შესაძლებელია, მესამე მოსმენიდნ მეორე მოსმენის რეჟიმში დაბრუნდეს კონსტიტუციის პროექტი, რითაც შესაძლებელი გახდება მასში ცვლილებების შეტანა.

მისი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არადემოკრატიული ნაბიჯი იქნება, თუკი საშემოდგომე სესიაზე პირდაპირ მესამე მოსმენით მიიღებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

“ქართულ ოცნებას” მიმართავენ როგორც ოპოზიცია, ასევე პრეზიდენტი, გამოიწვიოს პარლამენტიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ორი მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, ვინაიდან მათთვის კატეგორიულად მიუღებელია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მიერ გაკეთებული ჩანაწერი. მათ არც პირველ და მეორე მოსმენებზე კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა. პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” დიალოგისთვის მზად არის.

“ჩვენი კანონმდებლობით, კონსტიტუციის მიღებაზე ვრცელდება იმავე ტიპის რეგულციები, რაც ვრცელდება ჩვეულებრივი კანონის მიღებაზე, დაბრუნების თვალსაზრისით.  არაფერი არ უშლის ხელს პროცედურულად პარლამენტს, რომ მესამე მოსმენის დროს მან მიიღოს გადაწყვეტილება კანონპროექტის მეორე მოსმენის ეტაპზე დაბრუნებასთან დაკავშირებით. სწორედ მეორე მოსმენის დროს შესაძლებელია შევიდეს ის ცვლილებები საარჩევნო სისტემაში თუ სხვა საკითხებში, რაზეც ამ ეტაპზე არის ძალიან რადიკალიზებული პოლიტიკური სპექტრიც და საზოგადოებაც, რაც არ წარმოადგენს ფარო კონსენსუსის საგანს,”- ამბობს ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორი მზად არის, პროცესში მედიატორის როლი შეასრულოს.

“დიალოგს აზრი ყოველთვის აქვს. ნებისმიერი დემოკრატიულ ქვეყანაში კონსტიტუცია არ შეიძლება იყოს მიღებული მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით. შესაბამისად, დიალოგის გაგრძელება ფართო კონსენსუსის მიღების მიზნით სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული განვითარებისთვის და ჩვენ ჩვენი მხრივ, მზად ვართ, რომ ამ პროცესში მედიატორის როლი შევასრულოთ იმისთვის, რომ პოლიტიკურმა ძალებმა მოძებნონ გონივრული და დემოკრატიული გამოსავალი შექმნილი ჩიხური სიტუციიდან,”- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი