ახალი ამბები

ალასანიას თქმით, ლაფანყურის საქმის შეფასება წინდახედული ნაბიჯი არაა

2 აპრილი, 2013 • 1004
ალასანიას თქმით, ლაფანყურის საქმის შეფასება წინდახედული ნაბიჯი არაა

“გამოძიების დასრულებამდე რაიმე კომენტარის გაკეთება არ არის წინდახედული და არ არის საჭირო. ერთ–ერთი მთავარი მიზეზი წარუმატებელი ოპერაციის იყო ის, რომ ვერ ხდებოდა სწორი ურთიერთქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის. ამის გამოსწორება ჩვენ და შსს–მ უკვე დავიწყეთ. საშტაბო შეკრებები ერთობლივი ჩატარდა, წვრთნები ჩვენი და მათი სპეცდანიშნულების რაზმების ერთობლივად ხორციელდება, მომავალშიც გაგრძელდება და ურთიერთობა იქნება ჰარმონიული”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დღეს, 2 აპრილს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ომბუდსმენი ლაფანყურის სპეცოპერაციას 2012 წლის ანგარიშის წარდგენისას გამოეხმაურა.  უჩა ნანუაშვილის თქმით, საქმეში უამრავი კითხვის ნიშანია და შესაძლოა საკმაოდ შემაძრწუნებელი ფაქტებიც გამოიკვეთოს.სახალხო დამცველი ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმის გამოსაძიებლად სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.


მასალების გადაბეჭდვის წესი