ახალი ამბებისამართალი

თეა სირაძე პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებს შორისაა

7 ივლისი, 2017 • 4558
თეა სირაძე პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებს შორისაა

6 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ 170 მსაჯვრდებულს შორისაა თეა სირაძე, რომლის შეწყალების მოთხოვნით ბოლო პერიოდში ქვეყანაში არაერთი პეტიცია მომზადდა და აქცია გაიმართა. სირაძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარა თითქმის 8 წელი.

“თეა სირაძის გათავისუფლებით გახარებული საჯარო პირები მის შეწყალებას საკუთარ აქტივობას აბრალებენ, მისი შეწყალების მოწინააღმდეგენი კი იწყებენ მტკიცებას, რომ თეა სირაძე 5 ინდოელის ცემის გამო არ იყო საპატიმროში. ორივე მსარის პოზიციები ამ საკითხზე კომისიის წევრებისთვის იყო ნაცნობი, თუმცა მათი გავლენის ქვეშ არ მოქცეულა. კომისიამ საკუთარი არგუმენტების საფუძველზე შესთავაზა პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია, რომელიც მან გაიზიარა”, – წერს ფეისბუკში შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.

თეა სირაძეს პატიმრობას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის დარღვევისთვის იხდიდა, მათ შორის არის თაღლითობა, გამოძალვა და ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთა. თუმცა თვითონ მსჯავრდებული, ინდოეთის მოქალაქეების ცემის გარდა, სხვა მუხლებით წარდგენილ ყველა ბრალს უარყოფდა.

ვრცლად თეა სირაძის ბრალის შესახებ წაიკითხეთ ნეტგაზეთის ეს სტატია: უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა თეა სირაძე?

მასალების გადაბეჭდვის წესი