ახალი ამბები

წითელას ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა

31 მარტი, 2013 • • 2344
წითელას ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა

“სამწუხაროდ, მატულობს წითელათი ავადობის რიცხვი, დღეის მდგომარეობით გვაქვს 518 წითელას შემთხვევა საქართველოში. სამწუხაროდ, 2 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, 11 წლის ჩვილი და 19 წლის მოზრდილი, ორივე შემთხვევაში გვაქვს მძიმე ფონური დაავადება, ანუ თანხმლები მძიმე დაავადება, რომელიც გაართულა წითელამ”– განუცხადა “რუსთავი 2″–ს ამირან გამყრელიძემ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონული პროგრამის კოორდინატორმა.

 

მისისვე თქმით, აცრილია 1275 კონტაქტში მყოფი პირი და 7 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი, ვისავ თუნდაც ერთი სავალდებულო აცრა აქვს გამოტოვებული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი