“ჩვენ უკან არის ის სანუკვარი, ის საოცარი რამ, რომლიც თუ დაიკარგება, ყველაფერი გაქრება, ჩვენც აღარ ვიარსებებთ. ჩვენც გავითქვიფებით რომელიმე ერში. აი, ამიტომ სამშობლოს უნდა გავუფრთხიდეთ, როგორც თვალის ჩინს. მე ძალიან მიკვირს, როცა ჩვენი პარლამენტის წევრები ამბობენ, რომ ეს ეკუთვნის უმრავლესობას, ეს ეკუთვნის უმცირესობას და ავიწყდება, რომ ჩვენ უკან დგას სამშობლო. ჩვენ უნდა დავინახოთ, ვის უჭირს და ვის ულხინს. ეშმაკი ჰყოფს და ღმერთი აერთიანებს.” –განაცხადა ილია მეორემ.
ილია მეორემ დღეს საგურამოში მეუფე იობი გაგზავნა, რომელმაც წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აკურთხა. პროცესს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
