ახალი ამბები

აჭარის მთავრობა თვითნებურად შესახლებულების გამოსახლებას დაიწყებს

27 მარტი, 2013 • 1271
აჭარის მთავრობა თვითნებურად შესახლებულების გამოსახლებას დაიწყებს

„ჩვენ ვართ ხელვაჩაურის ყოფილი 25-ე ბრიგადის ტერიტორიაზე შესახლებულნი, ვართ დამეწყრილები და არ გვაქვს სახლ-კარი. ვითხოვთ, დაგვეხმარონ. დაგვაკმაყოფილოს ამ მთავრობამ, ვითხოვთ ბინით უზრუნველყოფას,“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამირან დიმიტრაძე.

 

აჭარის მთავრობის  მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის კობა ჩხეიძის განცხადებით, თვითნებურად შესახლებულების პრობლემაში გასარკვევად კომისია შეიქმნა და მათი მდგომარეობა შეისწავლეს.  

 

„დაახლოებით 2 300 ადამიანი გამოვლინდა, ვინც 53-ე ბატალიონის  ტერიტორიაზე იყო თვითნებურად შესახლებული. აღმოჩნდა, რომ უდიდესი ნაწილი ამ მოქალაქეთაგან არის სახლკარიანი, აქვთ ღამის გასათევი. სამწუხაროდ, აღმოჩნდა ისიც, რომ რამდენიმე  თემის რწმუნებულის ოჯახის წევრები არიან ჩართული შეჭრის პროცესში. კომისიამ ერთადერთი გადაწყვეტილება გამოიტანა, ეს ტერიტორია უნდა გათავისუფლდეს.

 

ამავე დროს კომისიამ სთხოვა ადმინისტრაციულ ერთეულებს, დაიწყონ იმ ადამიანების აღწერა, ვინც მათ მიმართავს.  ადმინისტრაციული ერთეულები დეტალურად შეისწავლიან მათ რეალურ მდგომარეობას და ამის შემდეგ იშუამდგომლებენ აჭარის მთავრობასთან გარკვეული ტიპის დახმარებების გასაწევად. მე მგონი, ამაზე კარგი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არ არსებობს,“ – განაცხადა კობა ჩხეიძემ.  

 

აჭარის მთავრობა თვითნებურად შესახლებულებს დაკავებული ფართების დასატოვებლად დროს პირველ აპრილამდე აძლევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი