ახალი ამბები

გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო პროცესი 4 ივლისს განახლდება

30 ივნისი, 2017 • 2001
გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო პროცესი 4 ივლისს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ციანიდის საქმეზე” დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი 4 ივლისს, 11 სათზე განახლდება. დეკანოზს ბრალად მკვლელობის მომზადება ედება. სხდომები მედიისთვის დახურულია.

29 ივნისის პროცესზე სასამართლომ ბრალდების მხარის მოწმეები – ადვოკატები, ლილიკო გელაშვილი და ირმა ჭკადუა დაკითხა.

ირმა ჭკადუას დაკითხვის შემდეგ ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ჭკადუას ჩცენება ვერ ადასტურებს იმას, რომ გიორგი მამალაძე მართლაც ამზადებდა მკვლელობას:

”აბსოლუტურად არ ადასტურებს,  რომ მის ხელთ არსებული და მისი ჩვენების საფუძველზე ოდესმე დადასტურდეს, რომ მამა გიორგის ჰქონდა ამდაგვარი  მკვლელობის მომზადების მცდელობა. ეს არის შეფასებითი ფაქტორი. ირმა ჭკადუა მხოლოდ და მხოლოდ საუბრობდა იმ ურთიერთობებზე და თემაზე, რა თემაზეც მას საუბარი ჰქონდა ირაკლი მამალაძესთან,”- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რამიშვილის თქმთვე, კითხვაზე, თუ რატომ მიმართა ირაკლი მამალაძემ მას, ჭკადუამ უპასუხა, რომ ამის თაობაზე კითხვით ირაკლი მამალაძისთვის მიემართათ.

“როგორც თვითონ ბრძანა, მან ურჩია ირკლი მამალაძეს, მიემართა სამართალდამცავებისთვის… ყველა ჩვენება უნდა დაეფუძნოს არა შეფასებას, არამედ დადასტურებულ ფაქტებს.  თვით ირაკლი მამალაძის მხრიდან უცნაური საუბრები მიდიოდა, რომ ერთი თემიდან მეორეზე გადაიჭრებოდა ხოლმე. ეს უკვე შეიძლება ჩაითვალოს, რომ თვითონაც არ იყო ჩამოყალიბებული. საერთოდმ რა უნდოდა და ვისგან რას ითხოვდა,”- ამბობს რამიშვილი.

 

პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით კი, ირმა ჭკადიამ დაადასტურა, რომ გიორგი მამლაძემ ირაკლი მამალაძეს ციანიდის შეძენაში დასახმარებლად მიმართა:

“მოწმემ განაცხადა, რომ გიორგი მამალაძე ცდილობდა შეეძინა კალიუმ ციანიდი და ირაკლი მამალაძეს სთხოვა დახმარება ამისათვის, რათა მას განეხორციელებინა მკვლელობა… დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათი ინიციატივით მიმართა მამალაძემ სამართალდამცავ ორგანოებს. მანამდე მას ამის სურვილი არ ჰქონია,”- განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი