ახალი ამბები

ჯეჯელავას აზრით, ჯანი ბუკიკიოს გამოსვლა მედიამ არასწორი აქცენტით გააშუქა

29 ივნისი, 2017 • 2614
ჯეჯელავას აზრით, ჯანი ბუკიკიოს გამოსვლა მედიამ არასწორი აქცენტით გააშუქა

საქართველოს განათლების მინისტრი და ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩევს, რომ მედიამ არასწორი აქცენტებით გააშუქა ჯანი ბუკიკიოს კომენტარები საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

ეს გაცხადება მინისტრმა დღეს, 29 ივნისს გააკეთა. ჯეჯელავამ, რომელიც საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორიც არის, განაცხადა, რომ მედიამ სათაურად “იმედგაცრუება” გამოიტანა, რალურად კი ბუკიკიოს აქცენტი სხვა იყო:

“თარგმანის ამბავია, მოგეხსენებათ, რომ იმედგაცრუება შეიძლება ძლიერ ზმნად გამოვიყენოთ და შეიძლება სუსტად. მთავარი ის არის, რომ როგორც ბატონი ბუკიკიო, ასევე, ვენეციის კომისია, ასევე ჩვენი გუნდი და ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება უნდა მოინახოს კონსენსუსით ვენეციის კომისიასთან და მათ მოსაზრებები აუცილებლად გასათვალისწინებელია. როგორც მის გამოსვლაში იყო ნათქვამი, სათაურად კი იმედგაცრუება გამოიტანეს, რა თქმა უნდა, მედიაში. თუმცა ისიც თქვა, რომ დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებას მივიღებო და ეს არ მოხვდა სათაურში,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი