ახალი ამბები

სააკაშვილი: თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდებოდა მაშინვე მოვახდენდი ხელახლა ინიცირებას

22 მარტი, 2013 •
სააკაშვილი: თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდებოდა მაშინვე მოვახდენდი ხელახლა ინიცირებას

“თუ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში ჩავარდებოდა, შევიტანდი იმავე დღეს უკან და ვეუბნებოდი, რომ ეხლა ჩააგდეთ იმის გამო, რომ გაჯიუტდით, მაგრამ ჩვენ ეს უფლება არაფერში არ გვჭირდება, ახლა ჩვენ შემოგვაქვს და ვნახოთ, როგორ არ მისცემთ ხმას”, – განაცხადა პრეზიდენტმა ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ღია ეთერში” საუბრისას.

 

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს იმისთვის, რომ მან მოახდინა დემონსტრირება, რომ საქართველოში ოპოზიცია არ დაშლილა და არის ჯანსაღი და მტკიცე.

 

პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა იმ ფაქტთან დაკავშირებითაც, რომ უმცირესობის ზოგიერთი წევრი სხდომას არ ესწრებოდა. სააკაშვილის განცხადებით, ეს ეჭვები უსაფუძვლოა და უმცირესობის წევრებს გააჩნდათ მიზეზები, რის გამოც სხდომაზე არ იმყოფებოდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი