ახალი ამბები

დენისა და დასუფთავების გამმიჯნავი კანონპროექტი პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა

22 მარტი, 2013 • • 1346
დენისა და დასუფთავების გამმიჯნავი კანონპროექტი პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა

ცვლილებები “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” კანონსა და “ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” კანონში შევიდა. კანონპროექტით იკრძალება განსხვავებული ან დამატებითი ტარიფის გადასახდელის, ან საფასურის შემოღება იმ საქმანობის მომსახურების გაწევისთვის, რომელზეც უკვე დადგენილია მოსაკრებელი.  

 

კანონპროექტის თანახმად, დასუფთავების გადასახადი ერთ სულ მოსახლეზე თვეში სამ ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. დგინდება სულადობრივი ზღვარიც. კერძოდ, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ოდენობა ოთხი სულით განისზღვარება.  

 

კანონპროექტის ამოქმედება 1 ივნისიდან არის გათვალისწინებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი