შეხვედრის დაწყებამდე ირაკლი ალასანიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, კომიტეტში აღნიშნული შეხვედრა დიდი ხნის დაგეგმილი იყო.
“კომიტეტს იმ რეფორმების შესახებ მივაწვდი ინფორმაციას, რომელიც ბოლო 4 თვის განმავლობაში სამინისტრომ დაიწყო. ასევე, საუბარი შეეხება გამოკვეთილ პრობლემებსაც. ვილაპარაკებთ უკვე მიღწეულ წარმატებებზე, ჩვენს სამომავლო გეგმებსა და იმ სტრატეგიულ ხედვაზე, რომელიც გვაქვს შეიარაღებული ძალების განვითარების კუთხით საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობაზე. დარწმუნებული ვარ, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იქნება,“ – გაბაცხადა ალასანიამ.