“საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უზრუნველყოს ბრალდებულ ბაჩანა ახალიასა და ციხის გახმაურებულ საქმეში ბრალდებული პირებისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი სხვა პატიმრებისგან მაქსიმალური იზოლაციის გზით, იმგვარი საპატიმრო პირობების შექმნას, რაც, ერთი მხრივ, გამორიცხავს სხვა პატიმრების მიერ ზემოხსნებული ბრალდებულებისთვის ნებისმიერი სახის შეურაცხყოფის მიყენების შესაძლებლობას და მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდის მათ უსაფრთხოებას”, – ნათქვამია ოკმბუდსმენის დღევანდელ, 20 მარტის განცხადებაში.

 

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლება 18 მარტს გლდანის ციხეში მოინახულეს ბაჩო ახალაია და გაგა მკურნალიძე, რის შემდეგაც დადასტურდა ინფორმაცია პატიმრების მხრიდან მათი სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *