“საკონსტიტუციო ცვლილებებს ჭირდება მინიმუმ 100 ხმა. ამჟამად თქვენ გყავთ 53 დეპუტატი. თქვენი მონაწილეობის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ დავამტკიცებთ. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, მარტივი მათემატიკაა. 147-ს მინუს 53 არის 100-ზე ნაკლები,”- განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თმით, ეს ყველაფერი ცხადია და თუ ნაციონალურ მოძრაობას შიდა მდგომარეობის გამოსაკვლევად ჭირდება სარეიტინგო კენჭისყრა, შეუძლიათ ჩაატარონ.
“უმრავლესობა არ ითხოვს მხარდაჭერას, უმრავლესობა უმცირესობას სთავაზობს თანამონაწილეობას ამ საკითხში და ამ პროცესში იმისათვის, რომ პარლამენტმა დაიბრუნოს მისთვის კუთვნილი ძალაუფლება მთავრობასთან დაკავშირებით. ამიტომ კითხვაზე, რამდენი ხმა არის საჭირო უმცირესობიდან, პასუხი ასეთია – 53, იმიტომ, რომ 53 ხმა სჭირდება სიმართლეს, კონსტიტუციის გასწორებას, პარლამენტის მიერ თავისი უფლებამოსილების დაბრუნებას.
რაც შეეხება რაიმე ტიპის გაურკვევლობაში სიცხადის შეტანას სარეიტინგო გამოკითხვებით თუ ასე შემდეგ, აქ უმცირესობას თუ თავად აქვს სურვილი თავის რიგებში რამე გაარკვიოს, რა თქმა უნდა, შეუძლია სარეიტინგო გამოკვლევა ჩაატაროს და სხვა მეთოდებითაც გააკეთოს ეს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტი ხვალ განიხილავს კონსტიტუციას და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას.
ბიუროს სხდომაზევე საპასუხო განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა:
“მე მივესალმები თქვენს განცხადებას. ეს სრულაიდ განსხვავებული განცხადებაა იმ ტონალობისგან და შინაარსისგან, რაც უმრავლესობიდან გვესმოდა გუშინდელი დღის ჩათვლით. რომ ჩვენით ან ჩვენ გარეშე გააკეთებდით, რაც გინდოდათ. ყველაფერმა ამან გვაიძულა გაგვეკეთებინა განცხადება სარეიტინგო კენჭსყრაზე. მე იმედი მაქვს, თქვენი განცხადების ტონალობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ხვალ ჩვენ შევძლებთ წერტილი დავუსვათ იმ განცხადებებს, რაც აქამდე გვესმოდა,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
