ზაქარეიშვილის თქმით, აფხაზებს ევროპასთან კონტაქტი სურს:
“სოხუმი უფრო მზად არის ევროპული ჩართულობისთვის, ვიდრე ცხინვალი. ვნახოთ, რა იქნება, ამ მხრივ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.”

საპარლამენტო უმცირესობის წამომადგენლის ზურაბ ჯაფარიძის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ჟენევის ფორმატში რაიმე ცვლილება, ზაქარეიშვილი პასუხობს:
“ჩვენ არ გვინდა სტუაციის დრამატიზება, ფორმატი არ შეიცვლება. ისინი ამბობენ, რომ ამოწურა ფორმატმა რესურსიო და წინ რომ წავიდეთ, საჭიროა დელეგაციებად ჩამოვყალიბდეთო, აფხაზური დელეგაცია, ოსური დელეგაცია. ვეუბნები, დამარწმუნე, რატომ არის საჭირო. აფხაზებს ვეუბნებით, რომ ჩვენ რუსეთს ველაპარაკებით. თქვენ აქ იმიტომ ხართ, რომ რუსეთმა ჩამოგიყვანათ. ვეკითხები, დევნილების დაბრუნებას შეუწყობთ ხელს? არა. მაშინ თქვენ შემომთავაზეთ რამე. სულაც არ ნიშნავს, რომ რამე შემომთავაზონ და მე მაშინვე ფორმატს შევცვლი. მე მივესალმები ჟენევის ფორმატს იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება რუსეთს ელაპარაკო.”
ზაქარეიშვილის თქმით, ომი ოჯახებში არ შესულა:
“დღემდე ოჯახში შესულ ქართველ რძალს აფხაზეთში უფრო დიდ პატივს ცემენ, ვიდრე სხვა ეროვნების. ოსები ჯერ კიდევ ქართულ ენაზე ლაპარაკობენ ოჯახებში, იმიტომ რომ მათ თავისი ენა არ აქვთ.”
