ახალი ამბები

ზაქარია ქუცნაშვილი: უმრავლესობა არ დააკმაყოფილებს უმცირესობის ახირებას

20 მარტი, 2013 • 1279
ზაქარია ქუცნაშვილი: უმრავლესობა არ დააკმაყოფილებს უმცირესობის ახირებას

“უმრავლესობა ჩამოყალიბებულია ამ საკითხში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეიტინგული კენჭისყრის ჩატარების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, არც მიზანშეწონილი არ არის. აქედან გამომდინარე, რახან არც სამართალი და არც მიზანი არ ემსახურება ამ ახირების დაკმაყოფილებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ 21 მარტს ჩავატაროთ არსებითი ხასიათის კენჭისყრა, რომელსაც მოჰყვება სამართლებრივი შედეგები.


სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ალტერნატიული ვარიანტები, საიდანაც პარლამენტის წევრებს მოუწევთ ამორჩევა, რომელი უფრო პერსპექტიულია. ალტერნატიული ვარიანტები არ არსებობს, აქედან გამომდინარე არ არსებობს სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების სამართლებრივი საფუძველი. ხოლო მეორე მიზეზი, ის მიზანშეწონილი არ არის იმის გამო, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ისე მოაჩვენოს სიტუაცია, თითქოს ჩვენ გვიჭირს ამ საკითხის გატანა”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”–თან საუბრისას.

 
 
“ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნისა და ფორმირების უფლება ეზღუდება, მხარს დაუჭერს, თუმცა, როგორც უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ისინი მოითხოვენ სარეიტინგო კენჭისყრას პარლამენტში, რათა გამოჩნდეს რეალურად რამდენი დეპუტატი უჭერს მხარს ცვლილებებს.
 

საკონსტუტიციო ცვლილებების კენჭისყრა 21 მარტს გაიმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი