ახალი ამბები

წულუკიანი: პასუხისმგებლიანი ოპოზიცია არ საჭიროებს რეიტინგულ კენჭისყრას

20 მარტი, 2013 • 1249
წულუკიანი: პასუხისმგებლიანი ოპოზიცია არ საჭიროებს რეიტინგულ კენჭისყრას

“ეს საკონსტიტუციო ცვლილება არ კეთდება ვინმესთვის, ეს საკონსტიტუციო ცვლილება კეთდება ქვეყნისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანაში იმ საყოველთაო და დემოკრატიული არჩევნების მერე, რაც ჩატარდა 1 ოქტომბერს, არ მოხდეს სახელმწიფოებრივი დესტაბილიზაცია. უმცირესობა, თუ ის არის პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, აუცილებლად, ყოველგვარი რეიტინგული კენჭისყრის გარეშე მხარს დაუჭერს ამ საკონსტიტუციო ცვლილებას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 
“ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნისა და ფორმირების უფლება ეზღუდება, მხარს დაუჭერს, თუმცა, როგორც უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ისინი მოითხოვენ სარეიტინგო კენჭისყრას პარლამენტში, რათა გამოჩნდეს რეალურად რამდენი დეპუტატი უჭერს მხარს ცვლილებებს.
 

საკონსტუტიციო ცვლილებების კენჭისყრა 21 მარტს გაიმართება. 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი