ახალი ამბები

საკონსტუტიციო ცვლილებების კანონპროექტის პირველი მოსმენა 21 მარტს გაიმართება

19 მარტი, 2013 •
საკონსტუტიციო ცვლილებების კანონპროექტის პირველი მოსმენა 21 მარტს გაიმართება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირინე იმერლიშვილის თქმით, “დღეს ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ საკონსტუტიციო ცვლილებები იქნება განხილული პირველი მოსმენით ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში.”

 

დეპუტატის თქმით, მათ არ უნდათ, რომ სერიოზული განხილვა მოეწყოს:

 

“ჩვენ დაგვპირდნენ ჩვენი კოლეგები უმცირესობიდან, რომ გააკეთებდნენ განხილვას და ამ ხნის განმავლობაში მათ არანაირი განცხადება არ აქვთ გაკეთებული და მეორე, რაც მნიშვნელოვანი და მთავარია, არ გვინდა ამდენ კანონპროექტში ჩაიკარგოს ამ ცვლილებების განხილვა. გვინდა, რომ სერიოზული განხილვა გავაკეთოთ და თითოეული მათგანის მოსაზრება, ბოლოს და ბოლოს, გავიგოთ ამ განხილვების პერიოდში- თუ რას ფიქრობენ, რატომ არიან მომხრეები, ან რატომ არიან წინააღმდეგები ამ ცვლილებებისა. ამიტომ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მთელი დღე, ხუთშაბათი დავუთმოთ საკონსტუტიციო განხილვებს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი