კითხვაზე, თუ უშუალოდ ვისი რეკომენდაციით და გადაწყვეტილებით დაინიშნა გიორგი ჩრდილელი ამ თანამდებობაზე, ეკონომიკის მინისტრი არ პასუხობს:
“თბილავიამშენში”, სახელმწიფო შპს–ში ის დაინიშნა ერთ-ერთ დირექტორად, თავს შევიკავებ განსაკუთებული კომანტარისაგან. ვგეგმავთ კომპანიის განვითრებას. გეგმა არის. არსებული კონტრაქტები გრძელება. ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნებთან ახალი კონტრაქტების გასაფორმებლად.”
ოფიციალური დოკუმენტაციით ირკვევა, რომ გიორგი ჩრდილელი აღნიშნულ თანამდებობაზე ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ–ის, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, დიმიტრი ქუმსიშვილის 25 თებერვლის ბრძანების საფუძველზეა დანიშნული. თავად ქუმსიშვილი კი მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოადგილეა.
საჯარო რეესტრის 2013 წლის 26 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, ამავე დროიდან შპს „თბილავიამშენის“ აღამსრულებელ დირექტორად გიორგი ჩრდილელი ფიგურირებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ჩრდილელის საქმიანი პარტნიორი იყო წლების განამვლობაში.
ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2006 წლის თბერვლიდან 2011 წლის ოქტომბრამდე „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი იყო. რაც შეეხება გიორგი ჩრდილელს, წლების განამვლობაში იყო “ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტი და “ბანკი ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
”ქართუ ბანკის” უმაღლესი რგოლის მენეჯმენტში საკადრო ცვლილებები 2011 წლის ოქტომბერში განხორციელდა. 12 ოქტომბერს ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა ღია წერილი, რომლითაც „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტი ლევან ჩრდილელი საქართველოს შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხილა:
“თქვენმა აგენტმა ჯერ არ იცის, რომ გაშიფრულია. იგი ამას დღეს გაზეთებიდან გაიგებს. ის კარგი ფინანსისტია, წაიყვანეთ, გამოგადგებათ. „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტზე, გიგა ჩრდილელზე ვლაპარაკობდი”, – განაცხადა ივანიშვილმა 12 ოქტომბერს გავრცელებულ წერილში.
წერილის გამოქვეყნების შემდეგ, 12 ოქტომბრიდან, ჩრდილელი “ქართუ ბანკის” ოფისში აღარ მისულა და დაკავებული თანამდებობაც დატოვა. თანამდებობები ასევე დატოვეს “ქართუ ბანკის” დირექტორთა საბჭოს წევრებმა – გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა.
