მათივე მტკიცებით, ციხეში სიტუაციას ე.წ. მაყურებლები აკონტროლებენ:
„მაშინ, როდესაც მინისტრი ღარიბაშვილი ქედმაღლურად გვეუბნება, რომ კრიმინალური ვითარების დამძიმება სრული ჭორია, ამის ნიშნები შეიმჩნევა როგორც გარეთ, საზოგადოებაში, ისე – ციხეში. სასჯელაღსრულების სისტემაში ვითარებას უკვე „ავტორიტეტები” და ე.წ. მაყურებლები აკონტროლებენ. გაუქმებულია საზოგადოებრივი სამეთვალყურეო საბჭო და, შესაბამისად, მონიტორინგი ვერ ხორციელდება. ჩვენ ვაფრთხილებთ ამ სისტემის მესვეურებს, რომ ვითარება არ უდნა გამოვიდეს კონტროლიდან”.
