” ბატონი გიორგი გვახარიას გადაცემა ნამდვილად დააკლდება საზოგადოებრივ მაუწყებელს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მაუწყებლის 2016 წლის საქმიანობის შესახებ ისმენენ ანგარიშს.
დეპუტატის თქმით, გოგი გვახარიას ადგილი ყოველთვის არის ნებისმიერ თელესივრცეში.
“თუკი არხს აქვს თავისი მიდგომა რადიო “თავისუფლებასთან” ურთიერთობაში, იმედი მაქვს, რომ ამას გაარკვევს. ბატონი გოგი გვახარიას ადგილი ყოველთვის არის ნებისმიერ ტელესივრცეში,” -ამბობს ენძელა მაჭავარიანი.
13 ივნისს რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის ხელმძღვანელმა დავით კაკაბაძემ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ მათ წერილობით მიიღეს შეტყობინება, რომ გოგი გვახარიას გადაცემა “წითელი ზონა” და სალომე ასათიანის “ინტერview” მაუწყებლის ეთერში აღარ გავა. კაკაბაძის განცხადებით, გადაცემების დახურვის მიზეზად საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე რეორგანიზაცია სახელდება.