16 ივნისს დავით უსუფაშვილმა და საინიციატივო ჯგუფის წევრთა ერთმა ნაწილმა „შენების მოძრაობის“ სადამფუძნებლო პრინციპების პრეზენტაცია გამართა.
„შენების მოძრაობა“ ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა იქნება. მისი ამოცანაა ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც ისტორიის საუკეთესო გამოცდილებას, ძლიერ დემოკრატიული ინსტიტუტებს და ევროატლანტიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს დაეფუძნება.
„შენების მოძრაობის“ საბოლოო ფორმირება და პარტიად დაფუძნების პროცესი 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ამასთანავე, „შენების მოძრაობა“ მონაწილეობას მიიღებს შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ივლისის დასაწყისში საზოგადოებას წარუდგენს საკუთარ კანდიდატებს.