ახალი ამბები

საკრებულოს წევრს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კითხავენ

10 მარტი, 2013 • • 989
საკრებულოს წევრს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კითხავენ

როგორც წერეთელმა,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია, რა საკითხზეა იგი საგამოძიებო სტრუქტურაში დაბარებული: 

 

“ნამდვილად არ ვიცი, რა საკითხზე ვარ დაბარრებული, ორი საათის წინ დამიკავშირდნენ, რაიონში ვიყავი და წამოვედი  იქიდან, სამმართველოს უფროსთან არის გასაუბრებაო, გიორგი ბადაშვილთან, მეტი არაფერი არ უთქვამთ”– განაცხადა მან. 

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა დავით წერეთლის საგამოძიებო ორგანოში დაბარება უკავშირდებოდეს  ” თბილსერვის  ჯგუფს”, წერეთელმა უპასუხა, რომ მას “თბილსერვის  ჯგუფთან” არანაირი შეხება არ ჰქონია. 

 

ფინანსურ პოლიციასთან იმყოფება   თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ აღნიშნული დაკითხვა პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა:

 

“სხვა არაფერია, თუ არა გაგრძელება იმ პოლიტიკური დევნის, რომელსაც თვეების განმავლობაში საზოგადოება უყურებს და მე მაქვს ინფორმაცია, რომ 19 აპრილამდე, ანუ იმ რიცხვამდე, როდესაც ჩვენ ვგეგმავთ მიტინგის ორგანიზებას, ასეულობით ადამიანი იქნება ფინანსურ პოლიციაში თუ სხვა საგამოძიებო სამსახურებში დაკითხვაზე დაბარებული, რათა რამენაირად ხელი შეუშალონ ამ მიტინგის ორგანიზებას”. 

 

დავით წერეთელი 2006 წლიდან ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი