ახალი ამბები

თბილისის აგრარული ბაზრებიდან 1 ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

12 ივნისი, 2017 •
თბილისის აგრარული ბაზრებიდან 1 ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამსახურის სპეციალისტებმა თბილისის აგრარული ბაზრები და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს.

შემოწმების შედეგად სამსახურმა ერთ ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა, რომელსაც არ ახლდა ვეტერინარული მოწმობა „ფორმა N2“.

დარღვევებისთვის 3 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. სააგენტოს ცნობით, დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი ამოღებულია რეალიზაციიდან და მათი ზედამხედველობით განადგურდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი